პარლამენტი არასრულწლოვანების მავნე ზეგავლენისგან დაცვაზე მსჯელობს

პარლამენტი არასრულწლოვანების მავნე ზეგავლენისგან დაცვაზე მსჯელობს

პარლამენტი არასრულწლოვანების მავნე ზეგავლენისგან დაცვაზე მსჯელობს. დღეს დეპუტატებმა პრინციპების დონეზე, დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომლის თანახმად, არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მქონე პროგრამების ეთერში განთავსება ან მათთვის ასეთი ტიპის ბეჭდური პროდუქციის მიყიდვა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება ხდება, რაც თავის მხრივ, სოლიდურ ფულად ჯარიმებთან იქნება დაკავშირებული. 

პროექტით ფართოვდება, კონკრეტდება და სრულიად ახლებურად განისაზღვრება ტერმინი "მავნე ზეგავლენა". როგორც სესიაზე საკითხის განხილვისას აღინიშნა, პროექტზე პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა იმსჯელა. კომიტეტებს აქვთ კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები, რაც საკითხის მეორე მოსმენით, მუხლობრივი განხილვისას გათვალისწინებული იქნება.