პარლამენტმა

პარლამენტმა "საგადასახადო კოდექსის" პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა "საგადასახადო კოდექსთან" დაკავშირებით ინიცირებული პროექტი დაამტკიცა. ცვლილებებით კანონმდებლებს ფინანსთა სამინისტრომ მიმართა. 

მიღებული პროექტი ითვალისწინებს, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას.

ასეთივე ტიპის საგადასახდო შეღავათი გავრცელდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულის ხელფასისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულ შემოსავალზე, ხოლო 2017 წლის 1-ელ იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ მიღებული მოგება, რომელიც წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარს - მოგების გადასახადისაგან გათავისუფლება.

გარდა ამისა, "საგადასახდო კოდექსში" განხორციელებული ცვლილება ითვალისწინებს ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის არსებული განაკვეთების გაზრდას.