"თუ პრეზიდენტმა თენგიზ გუნავა შეიწყალა, რატომ არ შეიწყალა გვანცა ყუფარაძე?"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, "თუ საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა შეიწყალა, გვანცა ყუფარაძე რატომ არ შეიწყალა?".

გუნავას შეწყალების ფაქტს ცაგარეიშვილი დღეს საკანონმდებლო ორგანოდან გამოეხმაურა.

მან პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ადამიანების არასრული სია წაიკითხა.

"პრეზიდენტმა თენგიზ გუნავა შეიწყალა და რატომ არ შეიწყალა გვანცა ყუფარაძე, 15 წლის გოგონა, რომელიც 5 წელი სამარტოო საკანში იყო მოთავსებული? ყაჩაღები, ნარკომანები, გამომძალველები რომ შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა, რატომ არ შეიწყალა გვანცა ყუფარაძე, 220 პოლიტპატიმარი? ამ კითხვებზე დავით ბაქრაძეს მოუწევს პასუხის გაცემა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.