"ქუთაისის აეროპორტზე გიორგი კანდელაკია დასაჭერი, მე ჩემიც მეყოფა, რაზეც მედავებიან"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ქუთაისის აეროპორტის აშენებისთვის გიორგი კანდელაკია დასაჭერი.

ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან იაროსლავ კაჩინსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე მინდა, გითხრათ, რომ გიორგი კანდელაკი იყო მამა და ინიციატორი ქუთაისის აეროპორტის შექმნის და ქუთაისის აეროპორტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, როგორც არამიზნობრივ ხარჯზე. მინდა, ვთქვა, რომ თუ ვინმე უნდა დაიჭირონ, ეს არის გიორგი კანდელაკი. მე არაფერ შუაში ვარ. ქუთაისის აეროპორტი არის კანდელაკის გაკეთებული და ათასობით პოლონელი ტურისტი დადის კანდელაკის გაკეთებულ აეროპორტში. ამ პოლონელების ჩამოყვანისთვის და ამ ყველაფრის გაკეთებისთვის კანდელაკი არის დასაჭერი. დასაჭერი მე ჩემი საკმარისიც მეყოფა, რაზეც მედავებიან", - განაცხადა სააკაშვილმა.