"მერაბიშვილი და ნებისმიერი პატიმარი იმაზე ბევრად უკეთეს პირობებშია, ვიდრე ადამიანები "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყვნენ"

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და ნებისმიერი პატიმარი დღეს იმაზე ბევრად უკეთეს პირობებშია, ვიდრე ადამიანები "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყვნენ. 

ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილისთვის ციხეში არსებულ პირობებზე საუბრისას განუცხადა.

"დღეს ციხეში ადამიანის უფლებები დაცულია, წამება არ ხდება კვებასთან და ჯანდაცავასთან დაკაშირებული პრობლემები მოგვარებულია ისე, როგორც არასდროს", - განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება "კემპინსკის" სასტუმრო არ არის.