იაროსლავ კაჩინსკი ვანო მერაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

იაროსლავ კაჩინსკი ვანო მერაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

იაროსლავ კაჩინსკი ვანო მერაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ე.წ. "მატროსოვის" ციხეში, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

იაროსლავ კაჩინსკიმ საქართველოს ახალი ხელისუფლება გააკრიტიკა და რეკომენდაცია გასცა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ის რაც არჩევნების შემდგომ ხდება, დემოკრატია არ არის.

"როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რაც არჩევნებამდე ხდებოდა, არამედ ისიც, რაც არჩევნების შემდგომ ხდება.

ამ შემთხვევაში, რაც ახლა მოხდა დემოკრატია არ არის. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა იმ გზას არ დაადგება, საიდანაც უკან გამობრუნება შეუძლებელი იქნება. პოლინეთში ვამბობთ, რომ არსებობს გზა აღმოსავლეთისკენ. საქართველოში კი ამ გზას ჩრდილოეთის გზას უწოდებენ", - განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.