სენაკში ყველა დატბორილი სახლი გაწმენდილია

სენაკში ყველა დატბორილი სახლი გაწმენდილია

სენაკში ამ დროისთვის ყველა დატბორილი სახლი გაწმენდილია, წყალი ამოტუმბულია. მოსახლეობა, რომელიც გუშინ ევაკუირებული იყო, საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდა.

სენაკში დღეს დილით იმყოფებოდა რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია. მან დაზარალებული ოჯახები დაათვალიერა.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მინისტრის მოადგილე მათ სანიაღვრე არხების გაწმენდის საკითხებში დახმარებას დაპირდა.