მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მისი გათქმით ის დაბნეულია პოზიცია არ აქვს .
„იყო დრო, როცა მართლაც ვაქტიურობდი, ქვეყანას მკვლელი, უსირცხვილო ხელისუფლება მართავდა... აი, დღეს კი... დღეს მე ჩემი გარკვეული პოზიცია არ მაქვს.... იცით, დაბნეული ვარ" ეს განცხადება მომღერალმა თამარ ჭოხონელიძემ „ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მართვაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობს, რომელიც დაკავშირებულია მკვლელობებთან, ახალგაზრდა თაობის სულის დამახინჯებასთან, ცოდვებთან - „ხმამაღლა ვაცხადებ: დასასჯელი უნდა დაისაჯოს და დაისაჯოს მკაცრად!... დღეს მე მრცხვენია ჩვენი პარლამენტის, ამას ხმამაღლა ვაცხადებ... მრცხვენია იმათ მაგივრადაც, ვინც „ნაციონალებს" ამდენის უფლება მისცა!" მომღერალი ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს - „ერთს ვთხოვ ბატონ ბიძინას, იქნებ მეფე გიორგისთვის მიებაძა და დროდარდო „გლახუნასავით" ხალხში გასულიყო, სადაც ის უბრალო მოქალაქეების აზრსა და სურვილებს მოისმენს" - განაცხადა მომღერალმა