მიხეილ სააკაშვილი - სამწუხაროდ პირველი ოქტომბრის შემდეგ განუკითხაობა და ძალადობა დიდი მასშტაბებით გრძელდება

მიხეილ სააკაშვილი - სამწუხაროდ პირველი ოქტომბრის შემდეგ განუკითხაობა და ძალადობა დიდი მასშტაბებით გრძელდება

სამწუხაროდ პირველი ოქტომბრის შემდეგ, განუკითხაობა და ძალადობა, რაც ჩვენც ვერ აღმოვფხვერით ბოლომდე, დიდი მასშტაბებით გრძელდება და ზოგჯერ უფრო დიდი მასშტაბებითაც საქართველოს საპატიმროებში , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სინგაპურში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ფაცებოოკ-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"ფეისბუქზე მწერენ ხოლმე, რომ სანამ ბათუმში არ ჩავედი და არ ვნახეთ საკუთარი თვალით, არ გვჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ხომ ასჯერ ვნახეთ ტელევიზიებით, მაგრამ არ გვჯეროდა. რა თქმა უნდა სინგაპურიც შეიძლება ათასჯერ აჩვენო და იტყვიან, რომ ეს ძალიან კარგია და თავის ფანტაზიებს მიყვება. მაგრამ, დღეს ყველა ჩვენი სინგაპურელი კოლეგა გვეუბნებოდა, რომ საქართველოში რაც ხდებოდა, იმის მსგავსია, რასაც სინგაპური აკეთებდა დასაწყისში. სამწუხაროდ, პირველი ოქტომბრის შემდეგ, რაც ჩვენც ვერ აღმოვფხარით ბოლომდე, განუკითხაობა და ძალადობა, დიდი მასშტაბებით გრძელდება და ზოგჯერაც უფრო დიდი მასშტაბებითაც საქართველოს საპატიმროებში. მე არ მინდა, გამოვიდეს ისე, რომ ჩვენ პირველ ოქტომბერს ძალადობაზე კი არ ვთქვით უარი, არამედ უარი ვთქვით ამ განვითარებაზე, ამ წინსვლაზე და საქართველო წავიდეს უკან, პოტსაბჭოთა ჭაობში ჩაფლობისკენ. ამიტომ ყველამ უნდა გავაანალიზოთ, რა მოხდა ზუსტად, როგორ გამოსწორდეს სიტუაცია, როგორ შეჩერდეს ეკონომიკური ვარდნა, როგორ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი განვითარდება", -აცხადებს პრეზსიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ გაგრძელდება უწყვეტი განვითარების პროცესი შესაძლებელია, საქართველო 20-30 წელიწადში სინგაპურის დონეზე განვითარდეს.

"როდესაც ვსაუბრობთ სინგაპურზე, სულ მახსენდება რომ ეს ქვეყანა, როდესაც იწყებდა განვითარებას, იყო ყველაზე ღარიბი. უბრალოდ დაიჯერა ხალხმა, რომ შრომით, ოფლის ღვრით, დისციპლინით შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება და მიღწევა. მათ შექმნეს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ნავთობისა და გაზის გარეშე. მიმაჩნია, რომ საქართველო ბოლო წლებში მიდიოდა ამ მიმართულებით. ამათ დაჭირდათ 40 წელი, ჩვენ რასაც მივაღწიეთ რვა წელიწადში ემბარგოს პირობებში. გვქონდა უამრავი შიდა, გარე არეულობა და ამის მიუხედავად ყოველ წელიწადს ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა. მივიღეთ პოზიტიური საემიგრაციო ბალანსი. უფრო მეტი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე მიდიოდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ავაშენეთ ახალი ქალაქები. კიდევ რომ ეს გაგრძელდეს 20-30 წელიწადი, ასეთი უწყვეტი განვითარება, ნამდვილად არ ვიქნებით ამ ქალქზე ნაკლები. შეიძლება შემოსავლებით ვერ დავეწიოთ, მაგრამ საერთო დონით, განვითარებით ბევრ რაღაცაში დავეწევით. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ და მჯერა, რომ საქართველოში ეს შესაძლებელია. ჩვენ არავიზე ნაკლებად ნიჭიერი ხალხი არ ვართ. ჩვენ ტყუილად ჩაგვაგონებენ, რომ ვართ უნიჭო და განუვითარებელი ხალხი, რომ საქართველო არის პატარა სოფელი. რომ ქართველი ხალხის გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები, ცუდი ტრადიციები საშუალებას არ მოგვცემს განვითარების. ეს ყველაფერი არის მიუღებელი და არასწორი. მე ვნახე მშრომელი, მოაზროვნე და კარგი გაგებით ამბიციურად მოაზროვნე საქართველო და ასეთი საქართველო უნდა გაგრძელდეს",-აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.