საკრებულოს აპარატის უფროსმა მარინა დათუკიშვილმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ დათუკიშვილმა საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მერვე საკითხად თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხია. დათუკიშვილის განცხადებით, იგი 16 აგვისტომდე შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა ხელი რომ არ შეეშალა ახალი უმრავლესობისთვის, დღეს საკრებულოში მივიდა და საკუთარი სურვილით განცხადება დაწერა.
დღევანდელი რიგგარეშე სხდომა 19:00 საათზე დაიწყება და 33 საკითხს განიხილავენ.