25 ივლისს არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეხვედრა გამართეს და კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო იყო.
არასაპარლამენტო ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საკუთარი ხედვები და ინიციატივები გააცნეს.