სამართალდამცველებმა ქუთაისში ცრუ განგაშის ავტორი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.
პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებებში 15:00 საათისთვის შევიდა, რის შემდეგაც შენობიდან დეპუტატების, ჟურნალისტებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. პარლამენტში გამნაღმველები მუშაობდნენ.
შეტყობინებასთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის საფუძველზე აღიძრა, რომელიც ტერორიზმის შეტყობინებას გულისხმობს.