საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას დააყენებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება უმრავლესობამ ბოლო კონსულტაციების დროს მიიღო, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჯაბა სამუშიამ განაცხადა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაყენებული იქნება ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურა. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებულ დოკუმენტს ხელი ოცდაოთხმა დეპუტატმა მოაწერა. დოკუმენტზე არ არის ერთი დეპუტატის ხელმოწერა, ეს არის გულიკო ზუმბაძე.
მისივე თქმით, დღესვე უმრავლესობა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი მუსხელიშვილის კანდიდატურას წარადგენს. საკრებულოს დღევანდელი რიგგარეშე სხდომა 19:00 საათზე ჩატარდება.