რიჩარდ ნორლანდი:  დაწმუნებულები ვართ, საქართველო განვითარებას გააგრძელებს

რიჩარდ ნორლანდი: დაწმუნებულები ვართ, საქართველო განვითარებას გააგრძელებს

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო გააგრძელებს განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩალდ ნორლანდმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში "ათასწლეულის გამოწვევის" კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაზე განაცხადა. 

მისივე განცხადებით, დღვანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესებულია მხარი დაუჭიროს საქართველოს და დაეხმაროს ქვეყანას დემოკრატიის განვითარებაში.

"ეს არის დადასტურება, რამდენად ენდობა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს. ეს ნდობა ემყარება არა მარტო წარსულ წარმატებულ თანამშრომლობას, არამედ იმას, რომ დაწმუნებულები ვართ, საქართველო გააგრძელებს განვითარებას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მიესალმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით.
ელჩის განცხადებით, პრემიერმა ცალსახა კომენტარები გააკეთა და დაგმო ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში.

ამასთან, როგორც "ათასწლეულის გამოწვევვის" კორპორაციის დირექტორმა დანიელ იოჰანესმა ხელმოწერის ცერემონიისას აღნიშნა, ხელშეკრულების გაფორმება არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ თუ რამდენად შეიძლება წარმატებული ურთიერთობა არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. მისივე თქმით, "ათასწლეულის გამოწვევის" კორპორაციის პირველი კომპაქტი დამყარებულია მნიშვნელოვან ფასეულობებზე და მეორე კომპაქტი ამ მიმართულების გაგრძელება იქნება.