როგორც ცნობილია, 27 ივლისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ ტერიტორიაზე იმართება ნაციონალური მოძრაობის ბოლო პრაიმერი, რომელზეც პარტიის 1000-მდე აქტივისტი მიიღებს მონაწილეობას. პარალელურად პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმავე პერიოდში წერეთლის გამზირზე, ექსპო-ჯორჯიას მიმდებარედ იგეგმება აქციის გამართვა.
„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოხსენებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომების მიღების თხოვნით, რათა, თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო პროვოკაციები.
ვიმედოვნებთ, რომ როგორც შსს-ს წარმომადგენლები, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიების წევრები და აქტივისტები იმოქმედებენ კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ დაფისირდება სიტუაციის ესკალაცია.