თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. საკრებულოს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ამ საკითხს ხმა 25-მა დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ მისცა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას სხდომაზე ჯაბა სამუშია ასრულებს. დღევანდელი დღის წესრიგი 7 საკითხისგან შედგებოდა. მათგან პირველი საკითხი იყო ზაალ სამადაშვილის თანამდებობიდან გადაყენება. საკრებულოში დღევანდელი სხდომისთვის რეგისტრაცია 46-მა დეპუტატმა გაიარა.
როგორც სხდომაზე ჯაბა სამუშიამ განაცხადა, დღევანდელ სხდომას მისი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ნატოს სამეკავშირეო ოფისი – საქართველოს" ხელმძღვანელი – უილიამ ლაჰიუ, არასამთავრობო და საერთაშორისო ირგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
დღესვე გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე მისი პირველი მოადგილის და 13 კომისიის თავმჯდომარის კანდიდატებს დაამტკიცებენ.
საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არაოფიციალურად ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურა სახელდება.
ჯაბა სამუშიამ საკრებულოს სხდომაზე საზოგადოებას ერთპარტიული დიქტატურის დასრულება მიულოცა.
ზაალ სამადაშვილი საკრებულოს 2010 წლიდან თავმჯდომარეობდა. იგი ისნის მაჟორიტარი დეპუტატია.