ამ წუთებში ქუთაისში, პარლრამენტის შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. ძალივანმა სამსახურებმა დეპუტატებს, აპარატის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს შენობის დატოვება მოსთხოვეს.
როგორც, FOR.GE-ს კორესპონდენტი იტყობინება, პარლამენტის მიმდებარე ტერირორიაზე შეკრებილები არიან სამართალდამცავები.
ევაკუაციის მიზეზს არ აკონკრეტებენ და მხოლოდ იმას აცხადებენ რომ უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
ამ წუთებში შენობას ტოვებენ აპარატის თანამშრომლები და დეპუტატები. იქიდან გამომდინარე რომ, აპარატში 800 ადამიანია დასაქმებული და მათი ნაკადი არ წყდება.
ევაკუაცია გამოცხადდა უწყებაში ზარის განხორციელების შემდეგ.