აქციის მონაწილეებმა დავით საგანელიძის ფიტული დაწვეს

აქციის მონაწილეებმა დავით საგანელიძის ფიტული დაწვეს

კოალიცია "ქართული ოცნების" მარტვილის საარჩევნო შტაბის ყოფილმა წევრებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე მათ უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ფიტული დაწვეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დავით საგანელიძემ კოალიციაში ყოფილი მხედრიონელები მიიყვანა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუკი საკადრო პოლიტიკა არ შეიცვლება, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

დღეს გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ "ქართული ოცნების" სამეგრელოს რეგიონის კურატორად ყოფილი "მემარჯვენეების" წევრი ვალერი კვარაცხელია დაინიშნა, რასაც აქციის მონაწილეები აპროტესტებენ.