ირაკლი შიხიაშვილი გულიკო ზუმბაძის განცხადებას სისულელეს უწოდებს

ირაკლი შიხიაშვილი გულიკო ზუმბაძის განცხადებას სისულელეს უწოდებს

საკრებულოში პლენარული სხდომის შემდეგ დღეს რიგგარეშე სხდომა დაინიშნება, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და 13 კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურები დამტკიცდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა განუცხადა. 

შიხიაშვილმა აღნიშნა, რომ პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ახალი უმრავლესობის წევრებს შორის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები გაიმართება.

შიხიაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისელების" თავმჯდომარის ზუმბაძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, შიხიაშვილი შს სამინისტროს მიერ შერჩეული კადრია.

"ორი დღეა ამ სისულელეს ვისმენ. პასუხი იმიტომ არ მაქვს, რომ სისულელეზე პასუხი არ არსებობს", - აღნიშნა შიხიაშვილმა.

საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ დაესწრებიან. ამის შესხებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა თემურ გრიგალაშვილმა განუცხადა.
ამ წუთებში სხდომისთვის საკრებულოს წევრებმა რეგისტრაცია გაიარეს