დავით ზალკალიანი:  ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამხედრო მოქმედება არაკანონიერია

დავით ზალკალიანი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამხედრო მოქმედება არაკანონიერია

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამხედრო მოქმედება არაკანონიერია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა აფხაზეთში მიმდინარე წვრთნების თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა.

ზალკალიანის განმარტებით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა, ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობა.

"ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ მონიტორინგს და საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსშია ჩაყენებული", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.