დავით ბაქრაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

დავით ბაქრაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმართება და მას პარტიის სხვა ლიდერები, კერძოდ, გიორგი ბარამიძე და ზურაბ ჯაფარიძეც ესწრებიან. 

როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრის თემაა ზუგდიდსა და ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის დროს განვითარებული მოვლენები.
კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

ზუგდიდსა და ბათუმში "ნაციონალიური მოძრაობის" პრაიმერი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს პრაიმერის დაწყების წინ ქვები და ბოთლები დაუშინეს.