პრემიერ-მინისტრმა

პრემიერ-მინისტრმა "მილენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენის" აღმასრულებელ დირექტორს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "მილენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენის" აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰასესს უმასპინძლა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ლანჩი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა, ფინანსთა და განათლების მინისტრები, "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, დღესვე ხელი მოეწერება ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტს, რომელიც საქართველოს განათლების სფეროსთვის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.