გიორგი კვირიკაშვილი:  ვაზიანში შესაძლოა სატვირთო აეროდრომი გაკეთდეს

გიორგი კვირიკაშვილი: ვაზიანში შესაძლოა სატვირთო აეროდრომი გაკეთდეს

ვაზიანში შესაძლოა სატვირთო აეროდრომი გაკეთდეს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვაზიანში სატვირთო აეროდრომის გაკეთებასთან დაკავშირებით წინასწარი შეფასებები ჯერ მხოლოდ თეორიულ დონეზე გაკეთდა. 

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება თურქულ კომპანია "ტავ"-თან ურთიერთობის სპექტრში.

მისივე თქმით, ექსპერტების შეფასებით, აეროდრომის გასაკეთებლად ვაზიანი კარგი ადგილია, თუმცა ეს უახლოეს პერსპექტივაში არ განიხილება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისის აეროპორტი როგორც ვითარდებოდა, ისე ვითარდება და საკმაოდ სწრაფი ტემპითაც. მინისტრის განცხადებით, აეროპორტის გარშემო უამრავი ინვესტორი დებს ინვესტიციას, კეთდება ლოჯისტიკური ცენტრები და არ შეიძლება, რომ მთავრობამ უარი თქვას ამ მთავარ აეროპორტზე.

კვირიკაშვილის თქმით, თბილისის მთავარი აეროპორტი აუცილებლად განვითარდება, ვაზიანი კი ალტერნატივად შეიძლება განიხილებოდეს.