განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ქეთევან ნატრიაშვილი დაინიშნა

განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ქეთევან ნატრიაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ ქეთევან ნატრიაშვილი დაინიშნა. ქეთევან ნატრიაშვილი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მარგველაშვილის დროსაც მუშაობდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება 22 ივლისით თარიღდება. საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე განთავსებულია პრემიერის ბრძანებები მინისტრის ყოფილი მოადგილეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. კერძოდ, პრემიერის ბრძანებით უფლებამოსილება შეუწყდათ განათლების მინისტრის მოადგილეებს დავით ზურაბიშვილსა და ალუდა გოგლიჩიძეს. 

ამასთან, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ დავით ზურაბიშვილი განათლების მინისტრის მოადგილე აღარ იქნება.