დავით ზურაბიშვილი ახალი მინისტრის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

დავით ზურაბიშვილი ახალი მინისტრის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ზურაბიშვილი ახალი მინისტრის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რომლითაც ის სამინისტროში აღარ დარჩება. როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით ზურაბიშვილმა განუცხადა, აღნიშნულზე საუბარი წინა მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის დროსაც იყო.

"სააგენტოებიდან გავიგე, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და ეს ქალბატონ სანიკიძეს უთქვამს. ამის თაობაზე ჩვენს შორის საუბრები იყო, მაგრამ საკითხი გადაწყვეტილი არ ყოფილა: ორივე ვერსია განიხილებოდა – როგორც ჩემი დარჩენის, ისე გათავისუფლების შესახებ. მე არ ვეთანხმებოდი გათავისუფლების ვარიანტს, მაგრამ ალბათ მიიჩნევენ, რომ მე არ ვარ კომპეტენტური. სიმართლე გითხრათ, ეს არ არის მარტო ახალი მინისტრის პოზიცია, ასეთი იყო ძველი მინისტრის შეფასებაც", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების შეცვლას არ ელოდება.

"რადგან მინისტრმა სააგენტოებს ამის შესახებ უკვე მკაფიოდ უთხრა, რაღა უნდა შეიცვალოს?", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.