"ნაციონალური მოძრაობა" მაია ფანჯიკიძეს მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობა" მაია ფანჯიკიძეს მოუწოდებს, საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანს და საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მეტი დრო სახელმწიფო ინტერესების დაცვას დაუთმოს. 

დღეს კანდელაკმა პარლამენტში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს კონგრესმენ მაიკლ ტერნერის განცხადების ნაწილი გააცნო.

"გასულ კვირას, აშშ-ს კონგრესის წევრთან და ნატოს საპარლამენტო ანსამბლეაში აშშ-ს დელეგაციის თავმჯდომარე მაიკლ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ, მაია ფანჯიკიძემ და თინა ხიდაშელმა განაცხადეს, რომ აშშ-ს კრიტიკის საფუძველი იყო არასრულყოფილი კომუნიკაცია და რომ ამ შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის საქმიანობის მიმართ კრიტიკა აღარ იქნებოდა მოსალოდნელი. კონგრესმენმა ტერნერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც ჩვენი საგარეო მინისტრის სიცრუეში მხილების ტოლფასია. კონგრესმა ჩემი შესწორება მიიღო, რათა გამოეხატა საერთო შეშფოთება იმით, რომ პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში დაღი დაასვა ბრალდებებმა დევნის, შევიწროვებისა და ძალადობის შესახებ. საქართველოს ბევრი მოკავშირე ჰყავს კონგრესში და ისინი მოელიან, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება შეძლებს ქვეყანა დემოკრატიულად მართოს და რომ საქართველო იყოს ძლიერი დემოკრატია. დევნის, შევიწროვების და ძალადობის ინციდენტები ძალიან შემაშფოთებელია. დემოკრატიულ ინსტიტუტებს ისეთი ღირსებით და პატივისცემით უნდა მოპყრობა, როგორც ამას ამერიკელი და ქართველი ხალხები მოელიან. სწორედ ეს მკაფიო გზავნილი გავუზიარე საქართველოს დელეგაციას, რომელსაც მაია ფანიჯიკიძე ხელმძღვანელობდა", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში, რომელიც დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა დღეს გაავრცელა.