დავით ზურაბიშვილი განათლების მინისტრის მოადგილე აღარ იქნება

დავით ზურაბიშვილი განათლების მინისტრის მოადგილე აღარ იქნება

დავით ზურაბიშვილი განათლების მინისტრის მოადგილე აღარ იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების ახალმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა. 

"დავით ზურაბიშვილს მოადგილის რანგში არ განვიხილავ, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი პოლიტიკური გამოცდილება გასაზიარებელია და მას ჩემი მრჩევლის პოზიციას შევთავაზებ", - განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, მას ოთხი მოადგილე ეყოლება.

თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით სრული თავისუფლება ითხოვა, რათა "ჰყავდეს ისეთი მოადგილეები, რომლებიც შესაბამება სტრატეგიას".

სანიკიძის თქმით, მას რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით აქვს მოსაზრება და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ვინ დაიკავებს განათლების მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს.