"საკრებულოს დეპუტატებს ლეგიტიმური უფლება აქვთ, ახალი თავმჯდომარე აირჩიონ"

თბილისის მერი გიგი უგულავას განცხადებით, საკრებულოს დეპუტატებს "ლეგიტიმური უფლება აქვთ, ახალი თავმჯდომარე აირჩიონ". 

"მათ აქვთ უმრავლესობა, მათ ლეგიტიმური უფლება აქვთ, ახალი თავმჯდომარე აირჩიონ, ახლებურად დააკომპლექტონ. მე ასე არ მოვქცეოდი მათ ადგილას, კონსულტაციას გავმართავდი და უფრო მრავალმხრივ ურთიერთობებს შევთავაზებდი უმცირესობას, თუმცა ეს მათი პრეროგატივაა, მათი პოლიტიკური არჩევანია, მე ამ პროცესებში არანაირად არ ვერევი, იმიტომ რომ მერია და მერი ცალკე არჩეული ორგანოა. ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას: ისე როგორც დალაგდება, ისე, როგორც გადანაწილდება და დაკომპლექტდება, იმ კონფიგურაციის საკრებულოსთან ვითანამშრომლებ, იმიტომ რომ ეს სჭირდება თბილისს და თბილისელებს", - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს უყრიან კენჭს.