ევროინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს

ევროინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს

ევროინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია "ვიშეგრადის ქვეყნები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროინტეგრაციისთვის" დღეს გაიხსნა. კონფერენციაზე წარმოდენილია პროექტ V4 for C3 პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევის შედეგები, ასევე გაიმართება დისკუსია ევროინტეგრაციის გამოწვევებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და იმ გამოცდილების აპრობაციაზე, რაც ამ მიმართულებითაა დაგროვილი ვიშეგრადის ქვეყნების ჯგუფში. 

კონფერენციას ესწრებიან ქართველი ექსპერტები, ასევე ექსპერტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადა, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან და უნგრეთიდან.
ღონისძიებას ასევე ესწრებიან საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები.

პროექტ V4 for C3-ის მიზანს წარმოადგენს ვიშეგრადის ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ევროპასთან დასაახლოებლად შემდეგ საკითხებში – მდგრადი განვითარება, თავისუფალი ვაჭრობის განვითარება, სოციალური პოლიტიკა და სოციალური დიალოგი.

კონფერენცია სასტუმრო "ჰოლიდე ინნ-ში" მიმდინარეობს.