ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს. 

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის ორი მოწმის დაკითხვა მოხდება, რის შემდეგაც, დაიკითხება ორი ბრალდებული.

ადვოკატის ინფორმაციით, პროცესზე ჩვენებას მისცემს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც რეინჯერის კურსის პროგრამის შინაარსს განმარტავს.
აღნიშნულ საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად კიდევ 6 პირს ბრალად ედება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო შვიდი სპეცრაზმელის იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე წამება. უშუალოდ ბაჩო ახალაიას ბრალად ედება აღნიშნული წამების ორგანიზება.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ამ დრომდე პატიმრობაში მხოლოდ ბაჩო ახალაია რჩება. დანარჩენი ბრალდებულებიდან ნაწილს საპროცესო გარიგება გაუფორმდა, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.