"ეს დრო მოვანდომე მოადგილეებად იმ კადრების მოძიებას, რომელიც ძალიან საჭიროა"

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ’’ეს დრო მოანდომა მოადგილეებად იმ კადრების მოძიებას, რომელიც ძალიან საჭიროა’’.

ამის შესახებ სანიკიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის მინისტრის რანგში პირველად წარსდგა. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სანიკიძე განათლების მინისტრად დანიშვნა მიულოცა და ჰკითხა, თუ რა ხდებოდა მოადგილეებთან დაკავშირბეით.

"მე მინდოდა, რომ პირადად თქვენთვის მეთქვა ძალიან დიდი მადლობა ასეთი ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეთ. მინდა იცოდეთ, რომ ყველანაირად მზად ვარ და მობილიზებული ვარ. ყველაფერი გადმოვიბარე ისე, როგორც ბატონმა გიორგიმ დატოვა და მივყვები ამას ნაბიჯ-ნაბიჯ. რაც შეეხება მოადგილეებს, ეს დრო მოვანდომე იმ კადრების მოძიებას, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროა", - განაცხადა სანიკიძემ.

ამის შემდეგ მთავრობის სხდომა მედიისთვის დაიხურა.