ბიძინა ივანიშვილმა მუსლიმან მოსახლეობას რამაზანის თვე მიულოცა

ბიძინა ივანიშვილმა მუსლიმან მოსახლეობას რამაზანის თვე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მუსლიმან მოსახლეობას რამაზანის თვე მიულოცა. 

ივანიშვილმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში უმასპინძლა.

"მე კარგად ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რამაზანის თვე თითოეული მუსლიმანისთვის. ვიცი, რომ ამ დროს თქვენ განსაკუთრებული მონდომებით ასრულებთ ღვთისმსახურებებს, ეხმარებით უმწეოებს, ავადმყოფებს, ობლებს და ეს ძალიან დიდი მადლია. ჩემო ძმებო, მართალია, ჩვენ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, მაგრამ სწორედ ეს განსხვავებულობაა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომლის გარეშეც საქართველოს არსებობა წარმოუდგენელია. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და მე დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი საქართველოს კეთილდღეობასა და წინსვლაში საკუთარ წვლილს შეიტანს. კიდევ ერთხელ, სულითა და გულით გისურვებთ, რომ ამ თვემ თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს სულიერი სიმშვიდე, ბედნიერება მოუტანოს. ასევე მინდა, წინასწარ მოგილოცოთ რამაზან-ბაირამი. გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.