შავ ზღვაზე ულტრაიისფერი ინდექსის მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირების გამო გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

შავ ზღვაზე ულტრაიისფერი ინდექსის მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირების გამო გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ულტრაიისფერი ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ზაფხულის პერიოდში ულტრაიისფერი ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები საქართველოში და განსაკუთრებით ქვეყნის შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე აშშ-ის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის ადმინისტრაციის (NAშA) მონაცემების მიხედვით ფიქსირდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ურჩევს მოსახლეობას, ზაფხულის პერიოდში, დილის 11.00 საათიდან საღამოს 16.00 საათამდე, მზის გულზე ყოფნას მაქსიმალურად მოერიდონ.

"გასულ საუკუნეში ადამიანის მიერ შექმნილმა ნივთიერებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დედამიწის ოზონის შრეს, რომელიც მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან გვიცავს. მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად მიღებული დამწვრობა მკვეთრად ზრდის კანის სიმსივნით დაავადების ალბათობას. ადამიანის თვალი ძალიან მგრძნობიარეა მზის მავნე გამოსხივების მიმართ და თვალის კატარაქტით დაავადებათა ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მისგან არის გამოწვეული. ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანის იმუნურ სისტემას ასუსტებს. შესაბამისად, აუცილებელია დავიცვათ თავი მზის მავნე ზემოქმედებისგან. კერძოდ, შუადღისას 30 წუთზე მეტს მზეზე ნუ გავჩერდებით; მზეზე გარუჯვისას გამოვიყენოთ შესაბამისი კოსმეტიკური საშუალებები; დავიხუროთ ქუდი ან გამოვიყენოთ ქოლგა; კანი შეძლებისდაგვარად დავიცვათ ტანსაცმლით; დავიცვათ თვალები მზის სათვალით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.