ბაჩო ახალაიას მოსამართლე კოტე კუბლაშვილის დეიდაშვილია

ბაჩო ახალაიას მოსამართლე კოტე კუბლაშვილის დეიდაშვილია

23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამოების სასამართლო პროცესის პარალელურად ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა წარიმართა. პროცესების დაწყებამდე შენობის დერეფნები და ეზო მამოების მხარდამჭერი ხალხით იყო სავსე. ჟურნალისტები მამაოების პროცესის ადვოკატებისგან ინტრევიუს ვიღებდით, როცა სასამართლოს წინა მხრის ფანჯრებთან მოულოდნელად ხმაური ატყდა. უმეტესობა ფანჯრების დახურული იყო. გაირკვა, რომ ერთ-ერთ ფანჯარას პარლამენტის წევრმა როლანდ ახალაიამ ყავით სავსე პლასმასის ჭიქა მაშინ ესროლა, როცა ღია ფანჯრებიდან მას მკვლელი უწოდეს. როცა ჟურნალისტები ინციდენტის ადგილას მივქანდით ახლა უკვე ქვებს, ეზოდან ფანჯარაში ბაჩო ახალაის ადვოკატი ისვროდა. ფანჯრიდან კი გიორგი გაბედავა მათ ლანძღავდა. ამ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გაირკვა.

„ვფლობთ ინფორმაციას, თუ რატომ არის გაღიზიანებული როლანდ ახალაია, განსაკუთრებით გიორგი და ზაზა გაბედავაზე. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი დარახველიძე, რომელიც არის ბრალდებულ ბაჩო ახალაიას მომასამართლე, ის კოტე კუბლაშვილის დეიდაშვილია. ამასთან, უტყუარ ინფორმაციას ვფლობთ იმის თაობაზე, რომ მოსამართლე გიორგი დარახველიძე აპირებს, ბაჩო ახალაიას მოუხსნას ბრალდება და სასამართლო დაბაზიდან გაათავისუფლოს. ამ გადაწყვეტილებას რას პროცესები მოჰყვება საქართველოში, ეს კიდევ სხვა საკითხია, მერე უკვე ჭკუა არავის მოეკითხება. ბაჩო ახალაიას მამამ როლანდ ახალაიმა იცის, რომ ეს ფაქტი უკვე ცნობილია ჩვენთვის და ამიტომაც მისი გაღიზიანება გასაგებია", -ამის შესახებ „ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოების" თავმჯდომარე იოსებ ჯაჯანიძემ დღეს „პრაიმ-ტაიმში"გააკეთა.

საქალაქო სასმართლოს ეზოში როლან ახალაია ზაზა გაბედვაზე თქვა, რომ ის იყო პოლიციის აგენტი. „ზაზა გაბედვა პოლიციის მიერ დევნილი იყო, ხოლო გიორგი გაბედავა 2 წელი და ნახევარი იჯდა ციხეში. კოჰაპიტაციის პროცესმა ის მოიტანა, რომ კრიმინალები, პირიქით გადმოდიან შეტევაზე-ორი დღის უკან პარლამენტის დეპუტატი როლანდ ახალაია პოლტპატიმარს დაესხა თავს", -ამბობს ჯაჯანიძე.

როგორც თვითმხილველმა შემიძლია ვთქვა, რომ ეზოში მდგარი როლანდ ახალაია, ბაჩო ახალაიას ადვოკატები და სასამართლოს ფანჯრებში გადმომდგარი ადამიანები ერთმანეთს აგენტებს და მკვლელებს ეძახდნენ. ახალაია იძახდა, რომ მკველები არიან და არა პოლიტპატიმრები, ხოლო მამაოების მხარდამჭერები ამ ყველაფერში მათ იქეთ ადანაშაულებდნენ.

ნამდვილი სრიცხვილის დერეფანი იყო ეზოსა და დერეფანში: უხსენებელი სიტყვების კორიანტელი, ლანძღვა, უშვერი სიტყვები. მაგალითად, წადი სამეგროლოში და თხა...ახალაიას მხრიდან, შენ იყავი ნარკომანი, პოლიციის აგენტი... ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნაში დედის გინება ყველა ბრუნვაში, ქართველ კაცს საერთოდ დაავიწყდა უფროს -უმცროსის, ქალის პატივისცემა, (ადრე, სხვათა შორის, როცა დინამოს სტადიონზე ქალები დავდიოდით, კაცები მაშინ ჩვენს გამო თავს იკავებდნენ და არ იგინებოდნენ-არა და როგორ გინდა თავი შეიკავო მაგ დროს) და როცა სასამართოლოს ეზოში ვკითხე ამ ქალებივით გაავებულ მამაკაცებს, არ გრცხვენიათ ქალებს აქ ვერ გვეხედავთ, ან რისთვის გძულთ ასე ერთმანეთი ქართველებს -მეთქი ყველა გაისუსა და გაიძრუწა. საკითხავია, რატომ არის სეირის მაყურებელი ამ ქვეყნაში უფრო მეტი, ვიდრე მომრიგებელი.

და ამ ვითარებაში გიორგი გაბედავას პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით „ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოება" როლანდ ახალაიას წინააღმდეგ იუსტიციის საბჭოში განცხადების შეტანას აპირებს. ამ საზოგადებას იოსებ ჯაჯანიძე 87 წლიდან, ეროვნული მოძრაობიდან შეუერთდა და მისი განცხადებით, უხილავად, დღემდე აგრძელებს ეროვნულ ინტრესების დაცვას.