„ვანო მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო“

„ვანო მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო“

„თავისუფლების და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის თეა თუთბერიძის განცხადებით, „შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ექს–პრემიერი, „ნაციონალური მოძრაობის“ პატიმრობაში მყოფი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო“. ამის შესახებ თუთბერიძემ დღეს Front news“–ის პრეს–კლუბში სტუმრობისას განაცხადა და დასძინა, რომ „მისთვის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერისთვის სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების გუნდის შიდა დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესები გადაყვა“.

„ნებისმიერ დროს რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოს ხელისუფლებაში, ეკლესიაში, ოპოზციაში ყოველთვის ყავდათ აგენტი. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი აღმოჩნდა ის, ვისზეც ყველაზე ნაკლებად ან საერთოდ ვერ ვიფიქრებდი მსგავსს. ასეთი ადამიანი  ვანო მერაბიშვილი აღმოჩნდა. ბუნებრივია, რსეთის სპეცსამსახურებს ძლიერი პოლიტიკური ფიგურები ესაჭიროებოდათ და საქმეს რიგით, ფორმალურ პოლიტიკოსებთან არ დაიჭერდნენ. რომ არა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა, სხვა რა უნდა იყოს იმის მიზეზი რასაც პოლიციელები სჩადიოდნენ?! ეს ყველაფერი წარმოუდგენელია ზემდგომის გარეშე ხდებოდეს. რომელ პოლიციელს შეუძლია დამოუკიდებლად ისეთი ქმედებების ჩადენა, რაც ვიდეოკადრებზე ვნახეთ?! სამწუხაროდ, სააკაშვილს  ყველაზე ნაკლებად ვინც შეიძლებოდა წარმოედგინა, სწორედ ის აღმოჩნდა მტერთან შეკრული,“– განაცხადა თეა თუთბერიძემ.