ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე აღდგენილი იარაღის გამოცდისას, უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაიორმა ოტელო ვახტანგის ძე გულბიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. ქართველი სამხედრო დაუყონებლივ გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს სამხედროს გადარჩენა. მაიორი გულბიანი კლინიკაში დაახლოებით 19:00 საათზე გარდაიცვალა. 

ოტელო გულბიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. ბოლოს იგი გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის ტექნიკური კონტროლის განყოფილების ინჟინერი იყო. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე აღდგენილი, ხელით სასროლი იარაღის გამოცდის ჩატარების სროლის ხელმძღვანელად იყო დანიშნული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედროს, მაიორ ოტელო გულბიანის ოჯახს.