ილია II კრემლში ვლადიმერ პუტინის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო

ილია II კრემლში ვლადიმერ პუტინის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო

სრულიად საქართველოს კათოლკიოს-პატრიარქი ილია II კრემლში რუსეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო. ვლადიმერ პუტინმა კრემლში სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურები და წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრა რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავის ფარგლებში შედგა. შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 14 მაღალი რანგის სასულიერო პირთან ერთად იმყოფებოდა. 

რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს მიმართა და ყურადღება კონფესიებს შორის დაპირისპირებაზე გაამახვილა. "მსოფლიოს ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკაში სხვადასხვა კონფესიებს შორის დაპირისპირება მასშტაბურ ხასიათს იძენს. ირღვევა რელიგიურ უმცირესობათა უფლებები, მათ შორის მართლმადიდებელი ქრისტიანების. ეს პრობლემა საერთაშორისო გაერთიანების მხრიდან სათანადო ყურადღებას საჭიროებს. ჩვენი ქვეყანა კვლავაც აგრძელებს კონფლიქტური სიტუაცუების პოლიტიკური გზით გადაჭრის გზაზე სიარულს. ამ საკითხში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობას. ასევე, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ეკლესიების მხარდაჭერა და თანადგომა", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმე პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის გამოსვლის თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.