ლადო პაპავა:    მთავრობასა და ეკომონომისტებს შორის კონტაქტი მუდმივ რეჟიმში უნდა არსებობდეს

ლადო პაპავა: მთავრობასა და ეკომონომისტებს შორის კონტაქტი მუდმივ რეჟიმში უნდა არსებობდეს

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ექსპერტებს შორის შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსულმა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავამ განუცხადა. 

ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობს საბიუჯეტო, საინვესტიციო პოლიტიკის და ინსტიტუციური რეფორმის კოორდინაციის შესახებ.

ამასთან, როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. პაპავას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა იყოს, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე საგარეო ურთიერთობისთვის, რათა უცხოელმა ინვესტორებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაფიოდ წარმოიდგინონ განვითარების ძირითადი მიმართულება.

ექსპერტის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი საზოგადოებას შემოდგომაზე წარედგინება. ლადო პაპავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია მთავრობასა და ეკომონომისტებს შორის კონტაქტი მუდმივ რეჟიმში არსებობდეს.

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ეკონომიკის ექსპტერებთან პრემიერის რეზიდენციაში დაახლოებით ორი საათია რაც მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის წინ პრემიერის ბიზნესცენტში ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ლევან ყიფიანი და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე მივიდნენ.