გალის იზოლატორიდან ერთი ქართველი გაათავისუფლეს

გალის იზოლატორიდან ერთი ქართველი გაათავისუფლეს

რუსი ჯარისკაცების მიერ დაკავებული სოფელ შამგონას მკვიდრი გოგა ჯონჯუა, დღეს სახლში დაბრუნდა. ჯონჯუას განცხადებით, ის და ბადრი ქირია ფიჩხს აგროვებდნენ, რა დროსაც შემოვლაზე მყოფმა რუსმა ჯარისკაცებმა იარაღის მუქარით აიძულეს თაგილონის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ, რის შემდეგაც ე.წ. საზღვართან ახლოს დააკავეს. 

ჯონჯუა, როგორც არასრულწოვანი გალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს, ხოლო ბადრი ქირია ამ დრომდე იზოლატორში იმყოფება.

რუსმა ჯარისკავებმა ჯონჯუა და ქირია 2 დღის წინ დააკავეს.