დავით უსუფაშვილმა ვეტოდაძლეულ კანონპროექტებს ხელი მოაწერა

დავით უსუფაშვილმა ვეტოდაძლეულ კანონპროექტებს ხელი მოაწერა

"მაუწყებლობის შესახებ" და "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" ვეტოდაძლეულ კანონპროექტებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ორივე კანონპროექტს ხელი ბიუროს სხდომაზე მოაწერა.

მისივე თქმით, პროექტები "საკანონმდებლო მაცნეს" გამოსაქვეყნებლად დღესვე გადაეგზავნება.