სოსო ცისკარიშვილი:   მთავრობამ 2020 წლამდე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის მონახაზი შეიმუშავა

სოსო ცისკარიშვილი: მთავრობამ 2020 წლამდე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის მონახაზი შეიმუშავა

ექსპერტების ინფორმაციით, მთავრობამ 2020 წლამდე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის მონახაზი შეიმუშავა. 

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ექსპერტმა, სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იქნება, მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე. მისივე ინფორმაციით, უკვე არსებობს გარკვეული მონახაზი საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიისა 2020 წლამდე. ცისკარიშვილის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი და სტრატეგია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ ერთობლივად არის შემუშავებული. ცისკარიშვილმა დოკუმენტის შეფასებისგან თავი შეიკავა, რადგან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ მონახაზი.

ამასთან, როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, მისასალმებელია პრემიერის დაინტერსება, რომ შეხვდეს ექსპერტებს და მოუსმინოს მათ მოსაზრებებს. პრემიერისა და ექსპერტების შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში უკვე მიმდინარეობს.