პარლამენტმა და

პარლამენტმა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს პარლამენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს დღეს დავით უსუფაშვილმა და ეკა გიგაურმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ამოქმედებული პროგრამის - "ჩემი პარლამენტი" ფარგლებში გაფორმდა.

"ჩვენი, პარლამენტის მიზანია, ქვეყანაში გამჭვირვალე დემოკრატია, ანგარიშვალდებული დემოკრატია დამკვიდრდეს, შეიქმნას სისტემა, როცა ყველა გადაწყვეტილება არის კარგად გააზრებული და მასში მონაწილეობს ქვეყნის მოსახლეობა. ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთანაც ჩვენ დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ, საჯარო დაწესებულებებსა და მოსახლეობას გვეხმარება, უკეთ ვიყოთ ინფორმირებული ერთმანეთის მოსაზრებების თაობაზე", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით წარიმართება.

ამასთან, როგორც მემორანდუმის გაფორმებისას აღინიშნა, პროექტის ფარგლებში "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" საპარლამენტო მონიტორინგისთვის შექმნა ვებ-გვერდი - ჩჰემიPარლამენტი.გე. ორგანიზაცია ასევე რეგულარულად აგზავნის SMS-შეტყობინებებს საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ და აწარმოებს კანონპროექტების ანალიზს.