გულიკო ზუმბაძე:  შსს-ს მიერ შერჩეულ ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერ

გულიკო ზუმბაძე: შსს-ს მიერ შერჩეულ ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერ

"ქართული ოცნება – თბილესელების" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს არ დაუჭერს. 

"ქართული ოცნება – თბილისელების" თავმჯდომარემ საკრებულოში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე იგი არ აპირებს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს. მისი თქმით, ეს პირადად მისი გადაწყვეტილებაა და არა ფრაქციის წევრების.

"იმ ასიათასობით ადამიანის პატივსაცემად, რომლებმაც ლამის უკანასკნელი ამოსუნთქვა მიიტანეს ოქტომბრის არჩევნებზე, მე ირაკლი შიხიაშვილს, რომელიც შს სამინისტროს მიერ დიდი ხანია შერჩეულია საკრებულოს თავმჯდომარედ, მხარს არ დავუჭერ", - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.

მან დაადასტურა, რომ ახალი უმრავლესობის მიერ ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე უპირობო კანდიდატად იქნება წარდგენილი.

26 ივლისს, საკრებულოს სხდომა გაიმართება, სადაც საკრებულოს ახალი თავმჯდომარის და 13 კომისიის ხელმძღვანელის არჩევა მოხდება.