საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მიზნით ჩარჩო შეთანხმებას აწერენ ხელს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მიზნით ჩარჩო შეთანხმებას აწერენ ხელს

ღონისძიება გაიმართება ხუთშაბათს, 25 ივლისს, 11 საათზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი შალვა ფიფია და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში, ბატონი ტონი ალონზი ხელს აწერენ საქართველოს პროგრამულ ჩარჩო-დოკუმენტს (CPF) 2013-2015 წლებისათვის.

პროგრამული ჩარჩოს ერთობლივი დოკუმენტის მიხედვით FAO ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას იმ ამოცანების განხორციელებაში, რომელიც 2012-2022 წლების სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგიაში, 2013-2015 სტრატეგიულ სამოქლედო გეგმაში და საქართველოს ათასწლეულის განვითარების გეგმებშია ასახული. იგი ასევე თანხვედრაშია გაეროს ერთიან სისტემასთან, რომელიც საქართველოსათვის 2011-2015 წლების გაეროს განვითარების მხარდაჭერის ჩარჩოშია (UNDAF) მოცემული.

პროგრამული ჩარჩო-დოკუმენტის ფარგლებში მონაწილე მხარეებს შორის თანამშრომლობა ძირითადად ექვსი პრიორიტეტის მიმართულებით განხორციელდება: (1) პოლიტიკის შექმნასთან დაკავშირებული დახმარება, (2) პოსტ-კონფლიქტურ გარემოში მოსახლეობის შემოსავლის წყაროს გაზრდა და სურსათის უსაფრთხოება, (3) ცხოველთა ჯანრმთელობა, (4) მცენარეთა დაცვა, (5) სურსათის უვნებლობა და მომხმარებელთა დაცვა, (6) სატყეო დარგი და მეთევზეობა.

იგივე ღონისძიების დროს FAO და სურსათის უვნებლობის სააგენტო ხელს მოაწერენ ბრუცელოზის პრევენციის, კონტროლისა და ზედამხედველობის დახმარების პროექტს.

ეს 6-თვიანი ინიციატივა (2013 წლის სექტემბერი - 2014 წლის თებერვალი) საქართველოში მეცხოველეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული ბრუცელოზის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებითა და მხარდაჭერით. პროექტი ხელს შეუწყობს დაავადებათა შემთხვევების შემცირებას ბრუცელოზისადმი მიდრეკილ ცხოველებში და შესაბამისად წვლილს შეიტანს საქართველოში მეცხოველეობის სექტორის მდგრადობასა და პროდუქტიულობაში.

საწყის ფაზაზე პროექტი ორ ძირითად შედეგზე იქნება ფოკუსირებული: ინსტიტუციური ვეტერინარული სერვისების განვითრების მხარდაჭერა და ცხოველთა ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ბრუცელოზის კონტროლის ეროვნული სტრატეგიის ეფექტურად განხორციელების მიზნით ამ საწყისი პროექტის შემდეგ სავარაუდოდ ორწლიანი (2014-2015) პროექტი დაიწყება, რომელიც ამ ფაზაზე მიღწეული შედეგების განმტკიცებაზე იქნება მიმართული.