პარლამენტში ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ

პარლამენტში ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ

პარლამენტში დღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების შემოსაზღვრის პროცესისა და ამ მიმართულებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. აღნიშნულ საკითხზე მოსმენას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მართვას. 

შექმნილ ვითარებაზე დეპუტატებს ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი დავით სუჯაშვილი მიაწვდის.