ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას ე.წ. სპაისები დაემატა

ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას ე.წ. სპაისები დაემატა

ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხას ე.წ. სპაისები დაემატა. ამ მიმართულებით "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების , პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებები პარლამენტმა III მოსმენით დაამტკიცა.

პარლამენტის მიერ მიღებული პროექტით, ცვლილება აღნიშნული კანონის N2 დანართში შევიდა და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხას დაემატა ე.წ. სპაისები (მცენარეული სუბსტანციები გაჟღენთილი სინთეზური კანაბინოიდებით): JWH-018, JWH-081, JWH-122, JWH-398, JWH-073, JWH-200, HU-200, GP-47, 497.

საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ავდალიანს ეკუთვნის.