ნორლანდი - 26 მაისის მოვლენებზე ამერიკული მხარის პოზიცია პასუხისმგებელ პირთა დასჯა იყო

ნორლანდი - 26 მაისის მოვლენებზე ამერიკული მხარის პოზიცია პასუხისმგებელ პირთა დასჯა იყო

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკული მხარის პოზიცია სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება და პასუხისმგებელ პირთა დასჯა იყო.

"პირადად მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში 2011 წლის მაისში, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ეს იყო საშინელი ტრაგედია საქართველოსთვის. თვალი რომ გადავავლოთ ამერიკული მხარის მიერ მაშინ გაკეთებულ განცხადებებს, აღნიშნულია მოწოდებები, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც აგებენ პასუხს", - განუცხადა გუშინ რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ამ ფონზე მისი მხრიდან დამატებითი განცხადებების გაკეთება მართებული არ იქნება.