უკანონო თვალთვალსა და მოსმენებთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის საკანონმდებლო შეთავაზებაზე დღეს იურიდიულ კომიტეტში იმსჯელებენ.
საუბარია ლაშა ტუღუშის, ზვიად ქორიძისა და ლიკა საჯაიას მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც ცვლილებების შეტანას ხუთ კანონში: "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ", "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში", " სისხლის სამართლის კოდექსში", "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონებში ითვალისწინებს.
ცვლილებების მიხედვით, სასჯელი უნდა გამკაცრდეს უკანონო მოსმენებსა და თვალთვალზე. ამასთან, უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო და სასამართლო, ასევე სამოქალაქო კონტროლი, გაიზარდოს მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობები იმისათვის, რომ ისინი დაცულები იყვნენ და შეძლონ საკუთარი ინტრესების დაცვა.