“ევრაზიული კავშირი კონკრეტული პროექტია და საქართველოს ადგილი მხოლოდ იქ არის”

“ევრაზიული კავშირი კონკრეტული პროექტია და საქართველოს ადგილი მხოლოდ იქ არის”

კოალიცია “ევრაზიული არჩევანი – საქართველოს” მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე სკაიპით ჩართვისას მოსკოვში, “ერვაზიული მოძრაობის” ლიდერმა ალექსანდრე დუგინმა განაცხადა, რომ ევრაზიული კავშირი კონკრეტული პროექტია და საქართველოს ადგილი მხოლოდ იქ არის.

“ევრაზიული კავშირი” არის შესაძლებლობა გაერთიანდეს ყველა მართლმადიდებლური ქვეყანა, რა აქვს საერთო საქართველოს დასავლურ კულტურასთან, სადაც ერთსქესიანთა ქორწინებაა დაშვებული?! ევრაზიული კავშირი კონკრეტული პროექტია და საქართველოს ადგილი მხოლოდ აქ არის კულტურული, ეკონომიკური თუ სოციალური თვალსაზრისით. რუსეთმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ერთიანი და მთლიანი საქართველოს გარანტი. რუსეთი დაინტერესებულია საქართველო იყოს მეგობრული და საიმედო, ძლიერი პარტნიორი, ამისათვის კი საქართველოს მხრიდან კეთილი ნება უნდა არსებობდეს”,- განაცხადა დუგინმა.

მისივე შეფასებით, თუ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაერთიანდება, იმ საზღვრებს შეინარჩუნებს, რაც ახლა გააჩნია.

დუგინი გამორიცხავს, რომ კავშირში გაერთიანებით საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მაშინვე დაიბრუნოს, თუმცა თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო, რუსეთი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთი მიმართულებით იმოძრავებს და ერთ სივრცეში გაერთიანდება, მაშინ საზღვრები თანდათან გაფერმკრთალდება.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია “ევრაზიული არჩევანი – საქართველოს” ორგანიზებით ქალაქ გორში მრგვალი მაგიდა თემაზე ” ევრაზიული კავშირი – კვლავ ქართულ-ოსრი კონფლისტის მოგვარებისკენ” იმართება.