საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, დაზვერვა ოკუპაციის ზოლში მიმდინარე პროცესებს აკვირდება და "ყველა შესაძლო მოვლენისთვის მზადყოფნა გვაქვს".
"ჩვენც ვთვლით, რომ აუცილებელია ძალიან ღია, ვერბალური რეაგირება ოკუპაციის ხაზში მიმდინარე ამ ცუდ მოვლენაზე. ასევე ადგილობრივი სამართალდამცველი სტრუქტურებიც გატაცებული ჩვენი მოქალაქეების გამოხსნის მოლაპარაკებების პროცესში ჩართულები არიან. თავდაცვის სამინისტრო ჩვენი სადაზვერვო შესაძლებლობებით აკვირდება, თუ რა ხდება ოკუპაციის ზოლში და ასევე ოკუპირებულ ტერიტორებზე და ყველა შესაძლო მოვლენისთვის ჩვენ მზადყოფნა გვაქვს", - განაცხადა ალასანიამ.